GWP გლდანის რაიონში, ღამის საათებში, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

GWP გლდანის რაიონში, ღამის საათებში, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გლდანის რაიონში, დღეს საღამოდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები ჩატარდება გაზის დასახლებაში, წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტრალის ავარიულად დაზიანებულ მონაკვეთზე. სამუშაოები, რომელსაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს, საღამოს 8 საათიდან დაიწყებს, ხვალ დილით დასრულდება.

ამ მიზნით, დღეს, 20:00 საათიდან, ხვალ, 25 თებერვლის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

თემქის III, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებას

ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის, რევოლუციისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ასევე, გლდანის რაიონის  ზოგიერთ დასახლებას.

ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება ხვალ, დილის 9 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.