თიბისი ბანკი პროექტის #წერექართულად ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებს შეაჯამებს

თიბისი ბანკი პროექტის #წერექართულად ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებს შეაჯამებს

25 თებერვალს, 19:00 საათზე, თიბისი ბანკი პროექტის #წერექართულად ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებს შეაჯამებს და სიახლეებს გააცნობს მედიის წარმომადგენლებს. ღონისძიება ჩატარდება ტექნოპარკში (ინოვაციების ქ #7, ოქროყანა, თბილისი) და მას დაესწრებიან ჯეოლაბის, მაიკროსოფტის, ეროვნული ბიბლიოთეკის, თსუ-ს ლექსიკოგრაფიული ცენტრის წარმომადგენლები და დიზაინერი ზვიად ციკოლია.

გთხოვთ, თითოეულმა თქვენგანმა ჟურნალისტი გამოუშვათ ღონისძიებაზე დასასწრებად, ასევე გთხოვთ,  დღის ბოლომდე მოგვწეროთ ჟურნალისტის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.