შეხვედრა მარნეულში(VIDEO)

შეხვედრა მარნეულში(VIDEO)

ბოლნისის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მარნეულს სტუმრობდა. ივანიშვილმა მარნეულში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაზე. "ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს თქვენზე უკეთესად, აი, ამის პრეცედენტს შევქმნით. ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ არ ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი და შემდეგ როგორ ვაკონტროლოთ არჩეული ხელისუფლება. ხელისუფლება მოდის და გვიმსახურებს ჩვენ, პირიქით უნდა იყოს. ხელისუფლება უნდა გვემსახურებოდეს", -- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. "ჩემზე ამბობენ, გამოდის და ამბობს მასწავლებლებს დაიჭერსო, სიები აქვს შედგენილი დასანგრევი ობიექტებისო, მერე პოლიციელებს, ახლა ჯარს მიადგაო. რომელი დამჭერი მე ვარ ხალხო" -- აღნიშნა კოალიციის ლიდერმა