საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციისთის ნახევარ მილიარდამდე ინვესტიცია იგეგმება; კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე. სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა სრულყოფილი და მიმზიდველი შემოთავაზება ალფამედიკის კონსორციუმმა (AlphaMedic Consortium) წარადგინა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაცია მოისმინეს. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრები და განხილვები 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა 9,10 და 11 თებერვალს, სადაც უშულოდ საავადმყოფოების ხელმძრვანელობაც მონაწილეობედა.
ჯანდაცვის სამინისტროში დადებითად აფასებენ ალფამედიკის მეირ წარმოდგენილ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტს და აღნიშნავენ, რომ ასეთი ხარისხის კონსორციუმით საქართველო არ არის განებივრებული: „ინვესტორების ხარისხი საკმაოდ მაღალია, კონსორციუმს წარმოადგენენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიები მრავალი ათწლეულის უზარმაზარი გამოცდილებითა და ფინანსური მდგრადობით,ისინი შეძლებენ დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკების შერწყმა-შეთავსებას აღნიშნულ პროექტში. ჩვენ მივიღებთ კლინიკების საუკეთესო გაერთიანებას, რომელიც რეგიონში ჯანდაცვის წამყვანი კომპლექსი იქნება. ეს იქნება 21-საუკუნის პროექტი-განსხვავებული ყველა აქამდე განხორციელებული პროექტისგან“.
მაინც, ვინ არიან ვინ არიან ალფამედიკის კონსორციუმის წევრები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროში ნდობას უცხადებენ.
“ეს არის კონსორციუმი ჯანდაცვისა და სერვისების მიწოდებისა ინფრასტრუქტურის საკითხებში, იგი ახორცეილებს PPP ტიპის პროექტებს საერთაშორისო დონეზე. “ალფამედიკი” დაფუძნებულია ვენაში, ავსტრიაში. იგი მიაწოდებს როგორც მომსახურებას, ისე აღჭურვილობას პაციენტებს და ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა დაწესებულებას. მას ასევე შეუძლია მთლიანად ფინანსურად გამართული პროექტების შექმნა. ძალიან ხშირად სხვა მხარეები წარმოადგენენ პროექტებს, რომლებიც არ არის კარგად გათვლილი და ისინი განწირულია მარცხისთვის. ალფამედიკი აკეთებს ყველაფერს, რომ ეს პროექტები იყოს სიცოცხლისუნარიანი და სწორედ მივმართოთ დაფინანსება, რათა პროცესები იქნას განხორციელებული რეალისტურად”, - ალფამედიკის სატენდერო განვითარების ხელმძღვანელი ლეო მაკკენა კომპანიის გამოცდილების შესახებაც საუბრობს.
„ალფამედიკი“ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და სერვისის გაწევის სფეროში მოქმედი პარტნიორების კონსორციუმია, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის (PPP) პროექტებს. ალფამედიკის კოსორციუმის წევრები - Keppie Architects, The Health Partnership, MFK, FESPგამოირჩევიანი მაღალი კომპეტენციით, რასაც მათი საქმიანობა მოწმობს მსოფლიო ბაზარზე:
Keppie Architects მუშაობს ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და კომერციულ სექტორებში. დაფუძნებულია 1854 წელს და აქვს ჰოსპიტალურ სექტორში 100 წლიანი და PPP-მოდელით მუშაობის მრავალათწლეულის გამოცდილება.
კომპანია სპეცილიზირებულია საინჟინრო მენეჯმენტისა და დეველოპმენტის მიმართულებით. ბოლო დროს განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია შოტლანდიის უმსხვილესი NHS-ის ინფრასტრუქტურული და Forth Valley Royal-ის კლინიკები.
კეპის ყველა პროექტი მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც გულისხმობს ეფექტიანი, ეკონომიური, გრძელვადიანი, ენერგოეფექტური და ადაპტირებული ნაგებობებისა და კომპლექსების შენებას.
ამასთან, ყველა პროექტი გამორჩეულია დიზაინის ფუნქციური და სოციალური კომპონენტით, რაც ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შექმნას და განვითარებას.
The Health Partnership არის საკონსულტაციო ორგანიზაცია ჯანდაცვის სფეროში, რომელიც რჩევებს აწვდის სამთავრობო უწყებებს, დეველოპერებს, არქიტექტორებს და სთავაზობს საუკეთესო გადაწყვეტილებებს ჯანდაცვის მიმართულებით. კომპანიის კომპეტენტურ გუნდს განხორციელებულ აქვს მრავალი პროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში ევროპასა თუ აზიაში. მათ კონსულტანტებს განხორციელებული აქვთ 1.3 მილიარდიანი პროექტები ჯანდაცვის სფეროში.
კომპანიას აქვს უნიკალური გამოცდილება ჯანდაცვის ისეთ პროექტებში, სადაც დიდი გამოწვევები იყო გადასალახი, როგორც სამედიცინო აღჭურვილობის, ასევე ინვესტიციის და საოპერაციო საქმიანობის განვითარების კუთხით.
MFK-ს აქვს 20 წლიანი გამოცდილება, რომელიც სპეციალიზირდება მსოფლიო სტანდარტების სამედიცინო აღჭურვილობის მიმართულებით. MFK ოპერირებს გარემოსდაცვითი, ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. MFK არის მომხმარებელზე ფოკუსირებული კომპანია, რომელიც გამოირჩევა საუკეთესო შეთავაზებებით სამედიცინო აღჭურვილობის მიმართულებით;
კომპანია ოპერირებს ჯანდაცვის სფეროში გამოცდილი კვალიფიციური ექსპერტებით, რომლთაც, გარდა ექსპერტული ცოდნისა, თითოეულ პროექტში აქვთ ძლიერი ტექნოლოგიური მხარდაჭერა. გარდა სერვისისა, MFK კლიენტებს სთავაზობს საუკეთესო გადაწყვეტილებებით შემუშავებულ მოდელს, რაც მორგებულია უშუალოდ ადგილობრივ ინტერესებთან. კომპანია ორიენტირებულია ხარჯთეფექტური პროექტების შემოთავაზებაზე, სადაც გათვალისწინებულია საპარტნიორო პოლიტიკა, რაც თავის მხრივ პარტნიორებს აძლევს საშუალებას განავითარონ ბიზნესი და მიიღონ საუკეთესო შედეგები.
FESP 1994 წლიდან ოპერირებს საწარმოო და სამშენებლო პროექტების მიმართულებით. FESP-ის გუნდი გამოირჩევა, როგორც ტრადიციული, ასევე ექსკლუზიური და სპეციალურ მოთხოვნაზე მორგებული მოდელებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კომპანია საზღვრავს მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებს, მართავს პროცესს და რისკებს, და იძლევა აბსოლუტურ გარანტიას დასახული მიზნის მიღწევაში. სწორედ პროცესის მართვის განსაკუთრებული მეთოდებით, კომპანია დიდ გავლენას ახდენს საბოლოო შედეგებზე და ბიზნესის წარმატებაზე.