თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი“ უმასპინძლებს

თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი“ უმასპინძლებს

23 თებერვალს, 18:00 - 20:00 საათზე თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი“ უმასპინძლებს.

ექსპოზიცია 2015 წლის დეკემბერში სპეციალურად იტალიური საერთაშორისო არტ-პროექტისთვის - Vico Vitrri Arte შექმნილი პროექტის გაგრძელებაა, რომელიც პიზის პროვინციაში, უპიცინიგის  კოშკში გამოიფინა.

პროექტი თანამედროვე ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს და ის  ქვეყნის, მისი იდენტობისა და კულტურის დემონსტრირებას ახდენს.

დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, გვეწვიოთ.

მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მარჯანიშვილის #7) თიბისი არტ გალერეა, მე-2 სართული.