გასულ წელს საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების, მართვის და ანალიზის ჯგუფის მიერ, საფუძველი ჩაეყრა სხვადასხვა კონკრეტული ჯგუფების ბენეფიციარებთან შეხვედრას.
შეხვედრა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ბენეფიციარებთან შედგა, რომელსაც გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, მოადგილე ნანა ციმაკურიძე და საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ.
დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებთან, საუბრის შემდეგ, გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები: ელექრტო ენერგიის, ბუნებრივი აირის, საცხოვრებელი ფართებისა და ზოგადად საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობა.
დაისახა პრობლემების მოგვარების გზები; გლდანის რაიონის გამგებელი, ბესიკ ქარცივაძე, კანონის ფარგლებში, სრულ მხარდაჭერას და თანადგომას დაპირდა მათ.
შეხვედრაზე აირჩიეს წარმომადგენლები, რომლებსაც მომავალში აქტიური და საქმიანი შეხება ექნება გამგეობაში არსებულ საზოგადოებრივ საბჭოებთან, რომელიც ყოველკვირეულ რეჟიმში შეხვედრებს ჩაატარებს სხვადასხვა კონკრეტულ ბენეფიციარებთან და მათ წარმომადგენლებთან.