იერუსალიმის მოედნისა და ლადო ასათიანის ქუჩის კვეთაზე წყალსადენის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების გამო ნაწილობრივ შეზღუდულია

იერუსალიმის მოედნისა და ლადო ასათიანის ქუჩის კვეთაზე წყალსადენის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების გამო ნაწილობრივ შეზღუდულია

იერუსალიმის მოედნისა და ლადო ასათიანის ქუჩის კვეთაზე, დღეს, 16:00 საათიდან, ავტოსამანქანო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ავარიულად დაზიანებული 600 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის აღდგენის მიზნით, გადაუდებელ სამუშაოებს ატარებს.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარება გართულებულია იმ მიზეზით, რომ დაზიანებული წყლის მილის სიახლოვეს გადის სხვადასხვა კომუნიკაციები, მათ შორის ელექტროსადენები. აღნიშნულის გამო კომპანიის საავარო ბრიგადებს ძირითადი სამუშაოს შესრულება ხელით უწევთ, რაც სამუშაო პროცესს დროში ახანგრძლივებს.

დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს, კომპანია ხვალ, 20 თებერვლის 13:00 საათისთვის დაასრულებს.

შესაბამისად, ახოსპირელის, საიათნოვას, აბო თბილელის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, იერუსალიმის, დადიანის, ლესელიძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება ხვალ, 13:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.