GWP სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

GWP სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიიჩნევს, რომ სემეკის მიერ კომპანიისთვის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა უკანონოა და კომპანიას აზარალებს.

კომპანიას ჯარიმა დაეკისრა პოსტ ფაქტუმ, ანუ მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილა სემეკის მოთხოვნა და გასცა მოქალაქე თ. ჭიჭინაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალმომარაგების სისტემაზე დაერთების ტექპირობა.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ ეთანხმება სემეკის ჯარიმას და გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.