თამარ ხულორდავა დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა

თამარ ხულორდავა დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის სპეციალურ მომხსენებელს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.

სპეციალური მომხსენებელი სასჯელაღსრულების უწყების სტრუქტურით, პენიტენციური დაწესებულებების სახეობებით და იმ სარეაბილიტაციო, ჯანდაცვის, ფსიქო-სოციალური პროგრამებით დაინტერესდა, რომლებიც, როგორც, ძალადობის მსხვერპლი ასევე, მოძალადე მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის მოქმედებს.

„დუბრავკა სიმონოვიჩი იმ რეფორმებით, სარეაბილიტაციო და ფსიქო-სოციალური პროგრამებით დაინტერესდა,  რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულების და ბრალდებულებისთვის ტარდება.  გარდა ამისა, დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ სპეციალური პროგრამების შესახებ, რომელსაც სამინისტრო ოჯახში მოძალადე ან მსგავსი დანაშაულის ჩამდენი კაცი მსჯავრდებულებისთვის ახორციელებს. საუბარი შეეხებო ასევე, პრობაციის  სამსახურის ფარგლებში გაწეულ სერვისებს, როგორც ქალი, ასევე, კაცი მსჯავრდებულებისთვის“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხებო იმ სიახლეებსაც, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ინერგება. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქალი მსჯავრდებულების საყოფაცხოვრებო პირობებზე, მათ შესაძლებლობაზე შეინარჩუნონ კონტაქტები გარე სამყაროსთან, აგრეთვე, ქალი მსჯავრდებულებისთვის გახსნილი ხანგრძლივი პაემნის სერვისზე, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, არტ-თერაპიის და სხვა სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რომლებიც მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას ეფუძნება.

 საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომელიც მსჯავრდებულების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას გაამარტივებს და ამით პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის.

დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე პრობაციის ეროვნული სააგენტო ზურანავს, სადაც საჭიროების შესაბამისად პირობით მსჯავრდებულებთან პრობაციის ოფიცერი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს.

თამარ ხულორდავას განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი მსჯავრდებულებისთვის  პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უკვე შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რომელიც მალე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშიც დაინერგება.