გლდანის რაიონში ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

გლდანის მე-6 მ/რ-ის, კორპ.#1 და ავჭალაში ენერგეტიკის #7-ში სპორტული მოედნების აღდგენის სამუშაოები უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ძველი რკინის ბადეების ახლით შეცვლა, არსებული ამორტიზებული საფარის დემონტაჟი და მოეწყო კომბინირებული ხელოვნური საფარი. მოედანებზე დამონტაჟდა კალათბურთის სტანდარტული ფარი და ფეხბურთის კარი ბადეებით.

გლდანის რაიონში ამ ეტაპზე კიდევ 10 არსებული სპორტული მოედნის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, გლდანის რაიონში გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეუფერხებლად გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი შიდა ეზოების გზის საფარის კეთილმოწყობა და ორმოული შეკეთებაა. სამუშაოები 17 მისამართზე მიმდინარეობს. დაიწყო დუმბაძის პროსპექტის მოწყობის მეორე ეტაპი. 3550კვ. მეტრი ფართობზე მოიხსნება ძველი ამორტიზებული ასფალტის და დაიგება 3 სმ-იანი საფარი. 2600 გრძივ მეტრზე მოეწყობა ახალი ბაზალტის ბორდიური.

ასევე, გლდანის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ, 2016 წლის დასაწყისიდან  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების  25 პროექტი დაასრულა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 პროექტი განხორციელდა, შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: ორი კორპუსი გადაიხურა ბრტყელი გადახურვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ ლიფტს, ორ სადარბაზოში აღდგა საერთო სარგებლობის კიბეები.

ამ დროისათვის გლდანის რაიონში ,,ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს 61 ობიექტზე, ასევე მიმდინარეობს კაპიტალური გამაგრების პროექტის მომზადება.

სამუშაოებს გამგეობა ბიუჯეტიდან 80%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წილი 20%-ს შეადგენს.

აქტიურად მოქმედებს სოციალური განყოფილების სხვადასხვა პროექტი. კანონის შესაბამისად დაკმაყოფილებულია მოქალაქეებისგან შემოსული ყველა განცხადება.

ყოველკვირეულ რეჟიმში საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების, მართვის და ანალიზის ჯგუფი ხვდება გლდანში რეგისტრირებულ სხვადასხვა სტატუსის მქონე ბენეფიციარებს. შეხვედრები მიმდინარეობს დიალოგის რეჟიმში, რის შემდეგაც იკვეთება პრობლემები, პრიორიტეტები და იხასება მათი გადაჭრის გზები.

გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე,  გამგეობის თანამშრომლებთან ერთად,  რაიონში მიმდინარე  სამუშაოებს  ყოველდღიურ რეჟიმში ათვალიერებს.