კომპანია „რუსთავის წყალი“ გაცნობებთ, რომ დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, ძლიერი ქარის გამო გარდაბანის რაიონში ავარიულად დაზიანდა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი. შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა წყალმომარაგების მნიშვნელოვანი ობიექტის - ხრამის სათავო ნაგებობის მკვებავ ქვესადგურ „მარანს“.
აღნიშნულის გამო, ამ დროისთვის, წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს ქ. რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას. წყალმომარაგების აღდგენის დრო ამ ეტაპზე უცნობია. წყლის მიწოდების აღდგენა ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე მოხდება.
„რუსთავის წყალი“ დამატებით ინფორმაციას მომხმარებლებს ფეისბუქის გვერდისა და ცხელი ხაზის - 22 00 11 მეშვეობით მიაწვდის.