კონკურსი ,,ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები

კონკურსი ,,ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები

გლდანის რაიონის გამგებელი, ბესიკ ქარცივაძე, 2016 წლის 12 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ჩატარებული კონკურსის-ათასწლეულის ინოვაციების, გამარჯვებულებს და სკოლის დირექტორს, რუსუდან ბოლქვაძეს, შეხვდა. ახალგაზრდა გამომგონებლები ლიცეუმის ,,აია-GESS“-ის მოსწავლეები არიან, რომელიც  2002 წლიდან  გლდანის რაიონში ფუნქციონირებს.

ბატონმა ბესიკ ქარცივაძემ პირადად გაიცნო ახალგაზრდები, ესაუბრა სამომავლო გეგმებზე და მხარდაჭერას დაპირდა.

ლიცეუმისა და აია-GESS-ის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი „სოლარი“ პროექტით - „მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია“ - წარსდგა კონკურსზე. შესაბამისად, გუნდი „სოლარი“ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში (http://www.conradchallenge.org/), რომელიც გაიმართება 2016 წლის 20 - 24 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA Kennedy Space Center), აშშ–ში.

გამგებლისა და ახალგაზრდა გამომგონებლების მომდევნო შეხვედრა ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ არის ჩანიშნული.