პასუხი ჟურნალისტებს

პასუხი ჟურნალისტებს

ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს ქვემო ქართლს სტუმრობდა. ბოლნისში მცხოვრებ მოსახლეობას კოალიციის ლიდერი კულტურისა და დასვენების პარკში შეხვდა.

ქვემო ქართლში ვიზიტი ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეაფასა და მარნეულში გამართული შეხვედრის შემდეგ მათ შეკითხვებსაც უპასუხა.