ოფიციალური განცხადება ხვალ ჰუმანითი ჯორჯიას და საპარტნიორო ფონდის ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე გაკეთდება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს უმსხვილესი სააფთიაქო ქსელების: ავერსის, , იმპექს–ფარმას, პე ეს პე–ს , სახალხო აფთიაქის, ფარმადეპოს, ფარმ სახლის და ჯი პი სი -ს წარმომადგენლები.
როგორც ცნობილი ხდება, პირველ ეტაპზე, ბაზარზე გამოჩნდება ჰუმანითი ჯორჯიას კარდიოლოგიური ჯგუფის ხელმისაწვდომი პრეპარატები.
პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილობით ხორციელდება.
ერთობლივი პრეს–კონფერენცია ხვალ, 16 თებერვალს, 12 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ შედგება.