საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, „რელიგიის საკითხთა სააგენტოს“ ანგარიშში შთამბეჭდავი ციფრები იყო წარმოდგენილი.
„მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ, რომ სააგენტო ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას, ის არის მედიატორი რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის. არ გამართლდა არაკეთილმოსურნეთა წინასწარი შეფასებები, თითქოს სახელმწიფო ცდილობს კონტროლის განხორციელებას რელიგიებზე. პირიქით, ეს არის შექმნილი იმისთვის, რომ დაეხმაროს რელიგიებს მათი პრობლემების გადაწყვეტაში. ძალიან ძნელია რომ ცალ-ცალკე ეძებო თვითმმართველობებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში პრობლემების გადაწყვეტა და სააგენტო ეხმარება მათ ამ კომუნიკაციაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.