12 თებერვალს, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ურეკი-შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის დირექტორი დავით ბერაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალსა და გურიაში ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრეს: „ფესტივალი ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშების პოპულარიაზაციას, ასევე ქართველი მსმენელისათვის სხვა ქვეყნების და მათ შორის მეზობელი ქვეყნების ხალხური შემოქმედების ნიმუშების უკეთ გაცნობას“. მნიშვენლოვანია, რომ ფესტივალი შეკვეთილსა და ოზურგეთში გაიმართება.