გლდანის გამგებელი ახალგაზრდებს შეხვდა

გლდანის გამგებელი ახალგაზრდებს შეხვდა

გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, მოადგილე ნანა ციმაკურიძე და საზოგადოებრივი ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფების ხელმძღვანელი ეკა ნიკოლეიშვილი ახალგაზრდულ ჯგუფს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პროექტები, რომელსაც უახლოეს მომავალში გლდანის რაიონის გამგეობის ჩართულობით განახორციელებენ.

ბატონმა ბესიკ ქარცივაძემ ახალგაზრდებს რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი  შესთავაზა, ასევე შესთავაზა თვითმმართველობის მუშაობაში მეტი ჩართულობის მიზნით, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ  გამგეობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, და სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შეხვედრა გლდანის ოთხივე საუბნო ტერიტორიული ერთეულის ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან კიდევ გაიმართება და მას  ტრადიციული ხასიათი მიეცემა.