დიდი დიღმის, ზაჰესისა და ვაშლიჯვრის დასახლებებს წყალმომარაგება,  დღეს, 17:00 საათზე აღუდგება

დიდი დიღმის, ზაჰესისა და ვაშლიჯვრის დასახლებებს წყალმომარაგება, დღეს, 17:00 საათზე აღუდგება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ამ დროისთვის, უკვე დაასრულა მარშალ გელოვანის გამზირზე, წყალსადენისავარიულად დაზიანებული მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, წყალმომარაგება დღეს, 17:00 საათზე აღუდგება:

·         დიდი დიღმის, ზაჰესისა და ვაშლიჯვრის დასახლებებს, ასევე, გოთუასა და მის მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მარშალ გელოვანის გამზირზე, 900 მმ-იანი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს გუშინ საღამოდან ახორციელებს. სამუშაოების დროში გახანგრძლივება გამოწვეულია იმით, რომ დაზიანების ადგილთან ახლოს გადის სხვადასხვა კომუნიკაციები და მაღალი ძაბვის სადენები, რის გამოც ვერ ხერხდება სპეცტექნიკის გამოყენება და კომპანიის ტექნიკურ ბრიგადებს სამუშაოების შესრულება, ძირითადად, ხელით უწევთ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გადაუდებელ სამუშაოებს დღის ბოლომდე მთლიანად დაასრულებს, შესაბამისად, ღამის 12 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება:

·         ლუბლიანას, ბელიაშვილისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებს, დიღომი-8-ს, ჟვანიას სახელობის კლინიკასა მიმდებარე კლინიკებს, აშშ-ს საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე  ობიექტებს.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინებისსახით უკვე მიაწოდადეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა დავებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდებასამუშაოების ჩატარება რაცშეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.