GWP მარშალ გელოვანის გამზირზე, ღამის საათებში,  გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

GWP მარშალ გელოვანის გამზირზე, ღამის საათებში, გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მარშალ გელოვანის გამზირზე, დღეს საღამოდან, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ავარიულად დაზიანებულ 900 მმ-იან ფოლადის მაგისტრალზე  სამუშაოებს კომპანია, დღეს, საღამოს 10 საათიდან დაიწყებს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ჩატარდება და დასრულდება ხვალ, დღის მეორე ნახევარში. ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას ართულებს და დროში ახანგრძლივებს დაზიანების ადგილის სიახლოვეს გამავალი სხვადასხვა კომუნიკაციები, მათ შორის, მაღალი ძაბვის სადენები.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 22:00-დან, წყალმომარაგება შეუწყდება:

დიდ დიღომს, ზაჰესისა და ზემო ვეძისის დასახლებების მცირე ნაწილს, ვაშლიჯვრის, ქოშიგორისა და აშშ-ს საელჩოს დასახლებებს, სოფელ ზურგოვანს

საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მათ მიმდებარე დასახლებებს, ასევე, გოთუასა და მის მიმდებარე რამდენიმე ქუჩას

ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება ხვალ, 13:00 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.