სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სანქციების მოხსნის გათვალისწინებით, ირანს შეუძლია რეგიონში განახლებული დინამიზმის შემოტანა, ხოლო საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე, მას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ირანსა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაში.
„ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
http://uk.reuters.com/article/uk-georgia-premier-idUKKCN0VL0Q2