საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მოუწოდებს ევროკავშირს, არ დააყოვნოს ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ევროკავშირს, არ დააყოვნოს ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ  საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ცდილობს გახდეს ნატოს წევრი. 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წელს მოსალოდნელია ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება.

 „როიტერთან“ საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის  - ის მოიზიდავს ინვესტიციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებები. იგი  ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, არ დააყოვნოს უვიზო რეჟიმის შემოღება.

„ვფიქრობ, ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს“, - ამბობს კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის დეკემბერში გახდა, აცხადებს, რომ  საქართველო გააგრძელებს თავის ძალისხმევას, მიმართულს ნატოში გაწევრებისკენ, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა დაჩქარებული გაწევრების ყოველგვარი პერსპექტივა. ასევე გაგრძელდება პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით.

 „ჩვენი გეგმები, დაკავშირებული ნატოსა და ევროკავშირთან, არ უნდა იყოს აღქმული რუსეთის მხრიდან როგორც კონფრონტაციის ნიშანი“, - აცხადებს კვირიკაშვილი.