წლის დასაწყისიდან დღემდე თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ დაფინანსებული 20 ობიექტის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც შესრულებილია შემდეგი სახის სამუშაოები: საცხოვრებელი კორპუსების სახურავების აღდგენა ბრტყელი გადახურვით, საერთო სარგებლობის კიბეების განახლება, ლიფტების რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების დამონტაჟება. აღნიშნული სამუშაოების დაფინანსებაში გამგეობის წილი 80%-ია, ხოლო მაცხოვრებლებისა 20%.
საერთო ჯამში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები 63 ობიექტზე მიმდინარეობს, ასევე მიმდინარეობს კაპიტალური გამაგრების პროექტის მომზადება.
ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება იანვრის თვიდან სპორტული მოედნებისა და გზების მოწყობას 21 ობიექტზე ახორციელებს. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, აქედან 4 სტადიონი და 6 შიდა კვარტალური გზაა.
ყოველდღიურ რეჟიმში გლდანის რაიონის გამგებელი, ბესიკ ქარცივაძე და გამგეობის თანამშრომლები მიმდინარე სამუშაოებს ათვალიერებენ.
ყოველდღიურად გამგეობაში შემოდის განცხადებები მედიკამენტოზური მკურნალობის დახმარების მოთხოვნით. მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია ყველა განცხადება, კანონით გათვალისწინებული დროის ფარგლებში. ასევე აქტიურად მოქმედებს სოციალური განყოფილების სხვა პროექტები.
კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილებამ ოთხ პროექტზე გამოაცხადა ტენდერი.
სულ მალე დაიწყება ავტობუსების გაჩერების მოწყობა. რაიონის მასშტაბით გაიშლება გამწვანების სამუშაოები. მუხიანი 2-ის მოსახლეობისთვის ამოქმედდება გაზითა და წყლით უზრუნველყოფის პროგრამები. გატესტვის რეჟიმში არის საკანალიზაციო სივრცის მოწყობის პროექტი.