თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარე ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა „ბაიებს“ 1 წელი შეუსრულდა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს, 12:00 საათზე.
ცერემონიალს გახსნის კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნია ონიაშვილი. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, თბილისის ვიცე მერი ნინა ხატისკაცი, კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, სამედიცინო კლინიკის თანამშრომლები, ექიმები, საქართველოს ბანკისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები.
კლინიკა “ბაიები” მოწინავე სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც წარმოდგენილია სამეანო–გინეკოლოგიური, ქირურგიული და ამბულატორიული განყოფილებები.
სამედიცინო კლინიკა “ბაიები”, რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიციური მედპერსონალით, მომხამრებელს სთავაზობს პაციენტებზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკებს, მყუდრო და კომფორტულ პალატებს ინტერნეტით და ტელეფონით, ასევე ლუქსის ტიპის პალატებს. კლინიკა “ბაიები” აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკით, ლაბორატორიით, ვენტილაცია-კონდეცირების ფილტრული სისტემით, რაც პასუხობს მოთხოვნის თანამედროვე სტანდარტებს. კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის და ასევე, კერძო დაზღვევის პროგრამები. ამასთან, დღეს კლინიკაში არსებული ტარიფები ხელმისაწვდომს ხდის მას ნებისმიერი პაციენტისთვის.
კლინიკა “ბაიების” ხელმძვანელობას ამბიციური გეგმები აქვს, არ აპირებენ მიღწეულზე გაჩერებას, იმედოვნებენ, რომ კიდევ მრავალი პაციენტი ეზიარება დედობის სიხარულს.
„ჩვენი სურვილია, სრულიად ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და ზოგადად ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში. იმედი გვაქვს, „ბაიები“ თავისი თანამედროვე ტექნოლოგიით და აპარატურით საუკეთესო დასავლური ხარისხის სერვისს შესთავაზებს პაციენტებს,“ - აღნიშნავს კლინიკის ხელმღძვანელი ნია ონიაშვილი.
ღონისძების დასასრულს, გაიმართება მინი ტური. მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ სამედიცინო კლინიკას და გაეცნობიან იმ თანამდროვე მიღწევებს, რომელიც „ბაიებს“ სხვა კლინიკებისგან გამოარჩევს.