ალფამედიკი თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში ნახევარ მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე. სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა სრულყოფილი და მიმზიდველი შემოთავაზება ალფამედიკის კონსორციუმმა (AlphaMedic Consortium) წარადგინა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაცია მოისმინეს. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრები და განხილვები გრძელდება, რომელშიც უშულოდ საავადმყოფოების ხელმძრვანელებიც მონაწილეობენ.
ალფამედიკის დირექტორის ლეო მაკკენას შეფასებით, კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში სამი კლინიკის თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური ცენტრის სრული რეაბილიტაცის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება ნახევარ მილიარდი დოლარი იქნება:
“ეს გახლავთ გაუმჯობესებული ჯანდაცვა პაციენტებისათვის თბილისში და თბილისის ტერიტორიაზე, ასევე თანამედროვე ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულების განვითარება, ასევე ადგილობრივი კონპანიებისთვის კომერციული შესაძლებლობების გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ეს ინვესტიცია იქნება როგორც კატალიზატორი ამ რეგენერაციისათვის, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ასევე ბევრი სარგებელია თუნდაც არა ჯანდაცვის სფეროდან გამომდინარე”.
რაც შეეხება ფულადი ინვესტიციებსა და პროექტის ხარჯთეფექტურობას, ალფამედიკის დირექტორი განმარტავს: „ჰოსპიტალების პროექტზე ნაწილი იქნება მიწოდებული წილობრივი მონაწილეობით. ორი მოწილე პარტნიორი გახლავთ “ალფამედიკი” და “საპარტნიორო ფონდი”. სწორედ ეს წილობრივი მონაწილეობა იქნება მთლიანი დაფინანსების 40 პროცენტი. 60 პროცენტი კი მსესხებლებისგან გადაიფარება. ფაქტობრივად, ეს იქნება დაფინანსება ვალის აღებით. ჩვენ დავიწყეთ ბაზრის შემოწმება, რამდენად არის სურვილი ადგილობრივად ამ პროექტის განხორციელებისთვის. პოზიტიური უკუგება მივიღეთ ამ პროექტის კუთხით, ხალხი მომხრეა. როგორც ვნახეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ დაფინანსება განხორციელდება. თვითონ ჰოსპიტალის კუთხით ეს პროექტი გათვლილია 250 მილიონ ლარზე. მთლიანი პროგრამა ppp-ის, რომელიც 247 სხვადასხვა პირველადი დახმარების ცენტრს ითვალისწინებს, ამ ყველაფერს ფინანსები მიჰყავს დაახლოეით ნახევარ მილიარდ დოლარ დაფინანსებამდე. PPP არის ფინანსურად ძალიან თავის ამომღები. გასული საუკუნის 80-იან წლებში გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ შემოღო PPP, რომელიც იყო შესყიდვების გაუმჯობესებისაკენ. ტრადიციული პროექტები შესყიდვების კუთხით ხშირად ვერ ჯდება დროში და ფინანსების მეტი სჭირდება ხოლმე. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ამ ტიპის პროექტები დროზე მიაწოდებს პროდუქტს და სწორად გათვლილი თანხის ფარგლებში ტრადიციულ შესყიდვებთან შედარებით. PPP ყოველთვის ამოიღებს ხოლმე თავის ღირებულებად, რამდენადაც ახორციელებს ტენდერებს და ამ ტენდერების საშუალოებით ყველაზე ოპტიმალურ მიმწოდებლებს პოულობს. სწორედ ეს არის დაძაბულობა ტენდერების პროცესში, როდესაც გამარჯვებული კომპანია რეალურად მიდის იმ მიმართულებით, რომ ყველაზე უფრო რენტაბელურად განახორციელოს პროექტი”, – აღნიშნა ლეო მაკკენიმ.
მაკკენის ინფორმაციით, პროექტი 36 თვის განმავლობაში განხორციელდება და პროექტის პირველი ფაზა ონკოლოგიური კლინიკის რეაბილიტაციას მოიცავს. “ პირველი ფაზა იქნება დაახლოებით 18 თვის შემდეგ მოწოდებული. პროექტი კონრაქტის გაცემიდან სამი წლის თავზე უნდა დასრულდეს. პროექტის ფინანსური დახურვა უნდა მოხდეს ამ წლის ივნისში. მინდა გითხრათ, რომ მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეგვარჩიეს სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდისათვის. ალფამედიკი მოხარულია, რომ მიეცა საშუალება თავისი ინვესტიციების საშუალებით შემოვიდეს საქართველოში და განავითაროს ეს სექტორი. ჩენ ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორებთან შემდგომშიც ვითანამსრომლებთ, რათა ეს პროექტი გახდეს თბილისის მოსახლეობისა და პაციენტებისათვის მიმზიდველი და წარმატებული. გვჯერა, რომ ჩენს კონსორციუმს გააჩნია ის საშუალებები და სიმძლავრე, რაც ამ პროექტის წარმატებას განაპირობებს”, – განაცხადა ლეო მაკკენიმ.
დასასრულს, ალფამედიკის ხელმძღვანელმა კომპანიის გამოცდილების შესახებაც ისაუბრა:
“ეს არის კონსორციუმი ჯანდაცვისა და სერვისების მიწოდებისა ინფრასტრუქტურის საკითხებში, იგი ახორცეილებს PPP ტიპის პროექტებს საერთაშორისო დონეზე. “ალფამედიკი” დაფუძნებულია ვენაში, ავსტრიაში. იგი მიაწოდებს როგორც მომსახურებას, ისე აღჭურვილობას პაციენტებს და ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა დაწესებულებას. მას ასევე შეუძლია მთლიანად ცხოველმყოფელი ფინანსურად გამართული პროექტების შექმნა. ძალიან ხშირად სხვა მხარეები წარმოადგენენ ხოლმე პროექტებს, მაგრამ ისინი არ არის ხოლმე კარგად გათვლილი, ამიტომ ისინი განწირულია მარცხისთვის. ალფამედიკი აკეთებს ყველაფერს, რომ ეს პროექტები იყოს სიცოცხლისუნარიანი და სწორედ მივმართოთ დაფინანსება, რათა პროცესები იქნას განხირციელებული რეალისტურად”.