„სინათლის ქალაქი“ თბილისში დიოდური სანათების მონტაჟს აგრძელებს. ამჯერად საპილოტე პროგრამაში ჩართვის სურვილი იტალიურმა კომპანია „iGuzzini“-მ გამოთქვა.
„სინათლის ქალაქისა“ და „iGuzzini“--ის წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით, ჭავჭავაძის გამზირზე, ლადო კავსაძის ქუჩიდან 55-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიამდე, 20 ენერგოდამზოგავი სანათი დამონტაჟდა. ადგილზე „სინათლის ქალაქის“ 3 ერთეული ტექნიკა და 15-მდე მუშახელი მუშაობდა.
დედაქალაქის მასშტაბით, ეს უკვე მე-11 პილოტ პროექტია, რომელიც „სინათლის ქალაქის“ დახმარებით განხორციელდა.
შეგახსენებთ, თბილისი ეტაპობრივად ენერგოდამზოგავ განათებაზე გადადის, რაც დედაქალაქს ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას მოუტანს.