გლდანის რაიონის გამგეობამ 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული თანადაფინანსებული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სამუშაოები ფართოდ გაშალა. რაიონის ოთხივე საუბნო ტერიტორიაზე სპორტული მოედნების, შიდაკვარტალური ეზოების, ორმოულებისა და კაპიტალური გზების შეკეთება და ახლის მოწყობა მიმდინარეობს. წლის დასაწყისიდან დღემდე თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში რაიონის მასშტაბით, 11 სადარბაზოში საერთო სარგებობის კიბეები შეკეთდა, ბრტყელი გადახურვით გადაიხურა სამი საცხოვრებელი კორპუსი და აღდგა ერთი ლიფტი. აღნიშნული სამუშაოების დაფინანსებაში გამგეობის წილი 80%-ია, ხოლო მაცხოვრებლებისა კი-20%.
გამგეობა, ხელშეკრულების თანახმად, ამ დროისთვის რაიონში ახორციელებს სამი შიდა კვარტალური ეზოს, ერთი ორმოულის, ერთი კაპიტალური და ექვსი მწვანე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობას.
ასევე აქტიურ სამუშაო ველშია ჩართული სოციალური განყოფილების ყველა პროექტის გამხორციელება, როგორიცაა, - სოციალურად დაუცველ მოსახლეთათვის მედიკამენტოზური მკურნალობა, მომსახურება უფასო სასადილოთი და სხვადასხვა სახის დახმარებები.