GWP ქობულეთის ქუჩაზე მდებარე რეზერვუარზე, ხვალ, საპროფილაქტიკო სამუშაოებს ჩაატარებს

GWP ქობულეთის ქუჩაზე მდებარე რეზერვუარზე, ხვალ, საპროფილაქტიკო სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ხვალ, 5 თებერვალს, ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სასმელი წყლის რეზერვუარზე აუცილებელი საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. სამუშაოების ჩატარება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 5 თებერვალს, 11:00-დან 20:00 საათამდე, ვაკის რაიონში წყალმომარაგება შეუწყდება:

მარაბდის, შატბერაშვილის,  ქობულეთის, მცხეთის, ტ. ტაბიძის, ცხვედაძის, მარუხის გმირების, რაზმაძის, აბაშელის,  ნ. ჟვანიასა და  კეკელიძის  ქუჩებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.