5 თებერვალს, 13:30 საათზე თიბისი გალერეაში (თიბისი ბანკის სათაო ოფისი, მე-4 სართული) სტუდენტური კონკურსის - „მისია 2015“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
წელს პროექტი თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა და თსუ-ს სტუდენტებმა ელექტრონულ წიგნების სახლზე „საბა“ მარკეტინგული განვითარების გეგმები (პრეზენტაციები) მოამზადეს.
კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს თიბისი ბანკი გადასცემს.
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, გვეწვიოთ!