გლდანის რაიონში, ექვს მისამართზე (გლდანის IV მ/რ, კორპუსები: N92, N113, ,,ა“მ/რ, კორპ. N53, VI მ/რ, კორპ. N1, კაჭარავას N39, ენერგეტიკების N7), ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში მოიხსნება არსებული ასფალტო-ბეტონის დაზიანებული საფარი და 2946 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ხელოვნური ბალახის საფარი, განხორციელდება დაზიანებული ლითონის ბადეების დემონტაჟი, რის შემდეგაც ბადეები შეიცვლება ახლით და შემდგომ შეიღებება.
სპორტულ მოედანებზე დამონტაჟდება კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი.
უსაფრთხოების მიზნით კალათბურთის ფარის რკინის კონსტრუქცია აღჭურვილია სპეციალური რბილი კედლით, რომელიც სპორტსმენებს სხვადასხვა ტრავმისგან დაიცავს.
სპორტული მოედნის რეაბილიტაცია გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება და სამუშაოების შესასრულებლად რაიონის ბიუჯეტიდან 219 999 ლარი გამოიყო.