„ხალხმა უნდა იცოდეს ის, რომ როდესაც მედიკამენტში 400–800 პროცენტით მეტს იხდიან, მათ ატყუებენ და ძარცვავენ“

„ხალხმა უნდა იცოდეს ის, რომ როდესაც მედიკამენტში 400–800 პროცენტით მეტს იხდიან, მათ ატყუებენ და ძარცვავენ“

მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯონდი ბაღათურიამ. ბაღათურია აცხადებს, რომ რამდენიმე კონკრეტული მადიკამენტების ფასი შეადარა თურქეთისა და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზრებზე, და შედეგად მიიღო ის, რომ ფასტა შორის სხვაობა წარმოადგენდა 350–400 %–ს, ზოგ შემთხვევაში კი 800%–იანი სხვაობაც  დაფიქსირდა. „ქართული დასის’“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ამხელა სხვაობა ხელოვნურადაა გამოწვეული.

ბაღათურიას განცხადებით, პრეპარატი „კარტანის“ 5 ამპულა საქართველოში 29 ლარი და 60 თეთი ღირს, პრეპარატ „არისეპტის“ 5 მილიგრამიანი 28 ამპულიანი შეფუთვის  ფასი კი  125 ლარია. თურქეთში შესყიდული „კარტანის“ ანალოგიური შეფუთვის ფასმა 9,9 ლირა შეადგინა ხოლო „არისეპტი“ თურქეთში 45 ლირა, ანუ 37 ლარი ღირს.

„საქართველოში, ფარმაცევტულ ბიზნესში, შექმნილია ხელოვნური მონოპოლია, სადაც ოპერირებს სულ რამდენიმე მსხვილი მონოპოლისტი. ამ მონოპოლიურ კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებთ კარტელური შემთანხმება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. რეალურად, ეს არის ოლიგარქების შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ და მათ დაწესებული აქვთ მედიკამენტებსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე სპეკულაციურად მაღალი ფასები“, – აცხადებს ბარათურია.

ბაღათურიას თქმით, ამ ყველაფერს იწვევს ის, რომ ქვეყანაში უმდიდრესმა ადამიანებმა, რომელებიც არაკეთილსინდისიერი გზებით არიან გამდიდრებულნი, დადეს შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ და ისინი არ აძლევენ საშუალებას სხვა კომპანიებს ან წვრილ ბიზნესებს, რომ ბაზარზე შემოვიდნენ და შემოიტანონ თავიანთი პროდუქცია.

„თავისუფლად შეიძლება, თურქეთში გადასვლა, იქ არსებული მედიკამენტის შესყიდვა, საქართველოში ჩამოტანა და თუნდაც 50%–იანი სხვაობით რეალიზაცია. ეს კი, თავის მხრივ გამოიწვევს იმას, რომ წამალი 120 ლარის ნაცვლად ეღირება 40–45 ლარი. ამით საქართველოში მცირე ბიზნესიც განვითარდება და ხალხიც იაფად მიიღებს მედიკამენტს, მაგრამ კარტელური შეთანხმების მონაწილე ოლიგარქებს პირი აქვთ შეკრული კორუმპირებულ მაღალჩინოსნებთან. აქ საუბარი მაქვს როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზე. ისინი ერთად, არ აძლევენ საშუალებას ახალ კომპანიებს, რომ თავი დაიმკვიდრონ ბაზარზე. შესაბამისად, გრძელდება ხალხის „გატყავება“, – აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

ხალხმა უნდა იცოდეს ის, რომ როდესაც ისინი შედიან აფთიაქში და იხდიან 400–800 პროცენტით მეტ თანხას მედიკამენტში, მათ რეალურად ატყუებენ და მათ მიერ ზედმეტად გადახდილი თანხებით ფინანსდებიან პოლიტიკური ძალები“ – აცხადებს ბაღათურია.