3 თებერვალს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისში, მეოთხე სართულზე (მარჯანიშვილის ქ. 7) თიბისი ბანკის და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე.
პრესკონფერენციის თემა: რაგბი ჩვენი თამაშია
თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი ხდება.