კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სანზონის დასახლებაში, დღეს, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ავარიულად დაზიანებული 900 მმ-იან ფოლადის მაგისტრალზე სამუშაოებს კომპანია, დღეს, 15:00 საათიდან დაიწყებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 15:00-დან 23:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება შეუწყდება:
დიღმის მასივს, მათ შორის: ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩებს
ც. დადიანის II მ/რაიონს, ჩარგლის, ზიგზაგის, გვაზაურის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ჯანელიძის, ურიდიას და ნაძალადევის რაიონის ზოგიერთ ქუჩას.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.