ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თამარაშვილის ქუჩაზე, დაზიანების ლიკვიდაციისა და ახალი ქსელის მოწყობისთვის ტექნიკურ სამუშაობს ახორციელებს
დღეს საღამოს, დაახლოვებით 16:00 საათზე, თამარაშვილის ქუჩაზე პოლიციის შენობის მიმდებარედ, მზიურის კოშკებთან, გმირთა მოედნის მიმართულებით, დაზიანდა მცირე პანდუსთან გამავალი 100 მმ-იანი წყალსადენი ქსელი.
დაზიანების ადგილზე, რამდენიმე წუთში, მობილიზებული იყო “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის ბრიგადა.
ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები. დაიკეტა მხოლოდ მცირე პანდუსის არეალი, წყალსადენი ქსელის იმ მონაკვეთს კი რომელიც პანდუსის და ახალი გზების ქვეშ გადის კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გააუქმებს და იმ აბონენტებისთვის, რომელთა წყალმომარაგებაც აღნიშნული ქსელით ხდებოდა, ახალ ალტერნატიულ ქსელს მოაწყობს.
ქსელის მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაწყებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგება შეეზღუდა, ბალანჩივაძის ქუჩის მხოლოდ სამ - N30, 34, 36 კორპუსს.
წყალმომარაგება ხვალ დილისთვის აღდგება, 24 საათში კი ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულდება.
მანამდე, იმ აბონენტების წყალმომარაგება, რომლებსაც აღნიშნული სამუშაოების გამო წყალი არ მიეწოდებათ, კომპანია წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.