დღეს 12:00 საათზე, GM ტუნინგის სერვის-ცენტრში (აგლაძის 26) გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც დაანონსდა „ოქროს საჭე 2015“-ის კონკურსი, რომლის მიზანს საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა წარმოადგენს.
საავტომობილო ოსკარში მონაწილეობენ საუკეთესო ავტომობილები 6 კლასში. კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.autobild.ge, გამარჯვებულები კი თებერვლის ბოლოს საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდებიან.
პრესკონფერენციას პროექტის ორგანიზატორები, ავტოსფეროში მოღვაწე ადამიანები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო კონკურსს ჟურნალი „აუტო ბილდი“ 2009 წლიდან ატარებს, პროექტის პარტნიორი საქართველოში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომია. საავტომობილო ოსკარს წელს პრემიუმ კლასის ბრენდი, ავტო ტუნინგის კომპანია „GM ტუნინგი“ წარმოგიდგენთ.
„მოხარილი ვარ რომ დღეს ავტო ბილდის „ოქროს საჭე 2015“ -ის პრესკონფერენციას ვმასპინძლობთ და ვართ საავტომობილო ოსკარის წარმდგენი. „GM ტუნინგი“ Georgian Motors- ის ბიზნეს ხაზია, 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დღემდე ტუნინგის სერვისით 100-მდე ავტომობილს გაუწია მომსახურება. ჩვენთვის, როგორც პრემიუმ კლასის ბრენდისთვის, მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობით ახლაც და მომავალშიც ხელს შევუწყობთ აუტო ბილდის „ოქროს საჭის“ განვითარებას, როგორც ღირებულ ღონისძიებას საავტომობილო ბიზნესსა და ავტომოყვარულთათვის“, - აღნიშნა GM ტუნინგის წარმომადგენელმა ტონი გაბელაიამ.