„„ოქროს საჭე 2015“ დაიწყო

„„ოქროს საჭე 2015“ დაიწყო

29 იანვარს, 12:00 საათზე, GM ტუნინგის სერვის-ცენტრში (აგლაძის 26) გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც დაანონსდება „ოქროს საჭე 2015“-ის კონკურსი, რომლის მიზანს საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა წარმოადგენს.

„ოქროს საჭე 2015“-ში მონაწილეობას იღებენ საუკეთესო ავტომობილები 6 კლასში. გამარჯვებულები ვებ-გვერდზე www.autobild.ge  ხმის მიცემის შედეგად  გამოვლინდებიან და თებერვლის ბოლოს საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდებიან. 

პრესკონფერენციას პროექტის ორგანიზატორები, ავტოსფეროში მოღვაწე ადამიანები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო კონკურსს ჟურნალი „აუტო ბილდი“ 2009 წლიდან ატარებს, საავტომობილო ოსკარს წელს პრემიუმ კლასის ბრენდი, ავტო ტუნინგის კომპანია „GM ტუნინგი“ წარმოგიდგენთ. პროექტის პარტნიორი საქართველოში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომია.