წყალმომარაგება უკვე სრულად აღუდგა მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების იმ ნაწილს, რომელსაც წყალი, დღეს, დილის 7 საათიდან, ჟვანიას მოედანზე გამავალი 1000 მმ-იანი წყალდენის ავარიულად დაზიანების გამო არ მიეწოდებოდა. მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებისთვის წყალმომარაგების აღდგენა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 15:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყო. 18:00 საათიდან კი, წყალმომარაგება ასევე აღუდგა გაგარინის ქუჩასა და ჩიხებს.
წყლის მიწოდება, ხვალ, 29 იანვარს, დილის 7 საათზე აღუდგება იმ ქუჩებსა და უბნებს, რომელებსაც, ავარიული დაზიანების გამო, ამ დროისთვის წყალმომარაგება ჯერ კიდევ შეწყვეტილი აქვს:
დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ „გუდვილის მიმდებარე ქუჩებს, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილის, ბაგებს, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებსა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
ჟვანიას მოედანზე, დაზიანების ადგილას ინტესიური სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მობიზებულია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის სპეცბრიგადები და სპეცტექნიკა - 2 ტრაქტორი, 7 თვითმცლელი, ამწე.
შეგახსენებთ, რომ ჟვანიას (გაგარინის) მოედანზე გამავალი 1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური წყალდენი დღეს დილით, დაახლოებით 6:30 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ავარიულად დაზიანდა.
წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.