ჟვანიას მოედანზე გამავალი წყალსადენის მაგისტრალი ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო დღეს დილით ავარიულად დაზიანდა

ჟვანიას მოედანზე გამავალი წყალსადენის მაგისტრალი ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო დღეს დილით ავარიულად დაზიანდა

დღეს დილით, დაახლოებით 6:30 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო,  ავარიულად დაზიანდა ჟვანიას (გაგარინის) მოედანზე გამავალი წყალსადენის 1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილდენი.

დაზიანების ადგილზე 20 წუთში მობიზებული იყო “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის ორი სპეცბრიგადა, ასევე, სპეცტექნიკა - 2 ტრაქტორი, 7 თვითმცლელი, ამწე. სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა კომპანიამ დილის 7 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის მაგისტრალის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ცალმხრივად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზიანების აღმოფხვრას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე, წყალმომარაგება უკვე შეეზღუდული აქვს:

დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ „გუდვილის მიმდებარე ქუჩებს, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.

დღეს, 12:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილის, ბაგებს, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, უნივერსიტეტისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების აღდგენის დროს კომპანია, მომხმარებელებს დამატებით აცნობებს.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11,  ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.