საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ 25 იანვრიდან ამოქმედდება და სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. კითხვარი, როგორც ინტერნეტით - ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.
საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ჩატარებულ საქმიანობასა და მიზნებზე, პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გვესაუბრება „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი:
- 2015 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსს“ შორის საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მართვის ინოვაციური ინსტრუმენტებისა და სრულყოფის მიმართულებების შემუშავების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა. მინდა აღვნიშნო, რომ გლობალრი ალიანსი, ჩვენი ექსპერტები და ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე თვეა ერთობლივად და ეფექტურად ვმუშაობთ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, რა თქმა უნდა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ეს გახლავთ ძალიან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა დღითიდღე უფრო მჭიდრო და ეფექტური ხდება და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ეფექტური თანამშრომლობისათვის, რომელიც მიმართულია მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაზე.
- ბატონო ჟან, რას ისახავდით მიზნად და რამდენად შეძელით ამ მიზნის განხორციელება, რისი გაკეთება შეძლო ალიანსმა დღემდე? კამპანია „რა გაწუხებთ?“ რას ისახავს მიზნად და რა შედეგებზეა გათვლილი?
- ამ თანამშრომლობის შედეგია სწორედ, ის ინიციატივა, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სისტემის ყველა კომპონენტის მოცვის მიმართულებით სისტემის გაუმჯობესების მიზნით და ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს სწორედ, მოსახლეობის ჯანმრთელობის შემდგომ გაუმჯობესებასა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასა და ასევე, ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გათვალისწინებას, რადგან ამ ინციატივის საშუალებით ჩვენ შევძლებთ უფრო ახლოს ვიყოთ საზოგადოებასთან და ვიცოდეთ მათი საჭოროებებისა და მოლოდინების შესახებ, რადგან სისტემის გაუმჯობესება სწორედ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.
- რა პრობლემები დგას დღეს ქართული ჯანდაცვის სისტემის წინაშე და როგორია გლობალური ალიანსის მიდგომები ამ პრობლემების გადასაჭრელად? დამატებით რის საშაულებას იძლევა აღნიშნული ინიციატივა?
- უმთავრესია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კარგად იცის მოსახლეობის პრობლემებისა პრაქტიკული საჭიროებების თაობაზე თავისი პირადი ჩართულობისა და იმ კოლეგების მეშვეობით, რომლებიც მოსახლეობასთნ მუშაობენ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე – ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვის მიმართულებით. მაგრამ ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, უფრო ახლოს ვიყოთ მოსახლეობასთან და მივიღოთ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მათგან, რათა შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ კონკრეტულ საკითხებს.
- როგორია დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და გააჩნია თუ არა მას რესურსი გახდეს უკეთესი და უფრო ევროპული?
- მოსახლეობასთან სიახლოვე და მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრა, ამის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, მინისტრმა ამიტომაც ხაზი გაუსვა ამ ინიციატივის მნიშვნელობასა და ძირითად პრინციპებს – მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მიეცეს საშუალება, რათა თავიანთი პრობლემები და საჭიროებების თაობაზე ისაუბრონ. როგორც მინისტრმა ახსენა, ეს არ არის სოციოლოგიური კვლევა, არამედ ის მოგვცემს ღრმა ანალიზის საშუალებას და ეს კვლევა განხორციელდება ძალიან მარტივი მექანიზმის – ინტერნეტის საშუალებით კითხვარის შევსების გზით, რაც საბოლოოდ, საშუალებას მოგვცემს, სისტემის გაუმჯობესება მაქსიმალურად სარგებლიანი გახადოს მოსახელობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროსთვის, ჩვენთვის. როგორც ავღნიშნე, გლობალ ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს სამინისტროსთან.
- და ბოლოს, როგორ შეაფასებდით ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელ მუშაობას?
- ამის მნიშვნელოვანი და ნათელი მაგალითია, თავად ეს ინიციატივა და შემდეგ ის შემთხვევები, რომელიც ამჟამად აქტუალურია საქართველოში და უკავშირდება H1N1 ვირუსის შემთხვევებს. მინისტრს ამ სიტუაციაზე ჰქონდა ძალიან კარგი და ეფექტური რეაგირება, რომელიც პირველ რიგში მოსახლეობის საჭიროებებზე და მათ მოლოდინზეა მიმართული და ეფექტური მენეჯმენტის გამოხატულებაა – ეს იყო ძალიან სწორი და კარგი რეაგირება, რაც მინისტრმა განახორციელა, რათა გააძლიეროს ასეთ შემთხვევებზე პასუხი და გაზარდოს ოჯახის ექიმების ჩართულობა პროცესის ეფექტურად მართვის მიზნით. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გაგრძელების მნიშვნელობას, რომელიც მინისტრისა და ასევე – ჩვენი ერთობლივი პროგრამის პრიორიტეტია – პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესება და ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ გლობალური ალიანსისა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის დოკუმენტების მომზადება, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რეორგანიზაციის, ხარჯთეფექტურობის გაზრდის, სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის ამაღლების, ჯანდაცვის ევროპულ ნორმებთან და კანონმდებლობასთან ინტეგრაციისა და მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა. „გლობალურ ალიანსთან“ ხელშეკრულება მთავრობის გადაწყვეტილებით 1 მაისამდე გაგრძელდა.