ალ. ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და თვითნასწავლი მხატვრის თინათინ მღვდლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება გლდანის რაიონის გამგეობის ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყო.
თეატრში მისულ საზოგადოებას სამახსოვროდ ყველა სავარძელზე პოეტის ბროშურა და მიხაკი დახვდა.
„ხმალი ავლესოთ ქართველებო“, - ასე დაასათაურა პოეტმა საკუთარი შემოქმედებითი საღამო, რომელსაც თავად პოეტი უძღვებოდა. მისი ძველი და ახალი ლექსები მოსწავლეებმა და ახალგაზრდა მსახიობებმა წაიკითხეს. შეასრულებული იქნა პოეტის ლექსებზე დაწერილი ცნობილი და პოპულარული სიმღერები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საბავშვო და ახალგაზრდულმა ქორეოგრაფიულმა კოლექტივებმა, ვოკალისტებმა. პოეტს მიესალმნენ მეგობრები, გამომცემლობის ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და მეგობრენი ჩეჩნეთიდან.
ფოიეში მოეწყო პოეტის წიგნის პრეზენტაცია. საღამოზე გამოფენილი იყო პოეტის ნახატები.
ქალბატონი თინათინი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. მის კალამს როგორც ლექსები, ასევე პროზაული ნაწარმოებები ეკუთვნის.
გლდანის რაიონის გამგეობელი ბესიკ ქარცივაძე მიესალმა ქალბატონ თინათინს, სიკეთე და წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქები გადასცა.