სოციალური პროექტი „რა გაწუხებთ“ 25 იანვრიდან დაიწყება

სოციალური პროექტი „რა გაწუხებთ“ 25 იანვრიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური ინიციატივა მოსახლეობის მოთხოვნების ზუსტი განსაზღვრისთვის დაეხმარება

დღეს, 12:00 საათზე,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და გლობალური ალიანსის პრეზდენტი ჟან-ელი მალკინი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ, სადაც  ერთობლივი სოციალური ინიციატივის „რა გაწუხებთ?“  პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი „რა გაწუხებთ?“  საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა.  მის შესახებ  ისაუბრებენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.

25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. 25 იანვრიდან კითხვარი, როგორც ინტერნეტით - ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.