კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, დღეს დილიდან კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, 25 იანვრიდან დედაქალაქში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, აუცილებელი საპროფილაქტიკო სამუშაოები ჩატარდება წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენის სხვადასხვა მონაკვეთზე, რომელიც გადის გუგუშვილის, გახოკიძის, ჭიჭინაძის და მაისურაძის ქუჩებზე, ასევე, წმინდა ბარბარესა და აფრიკის დასახლებებში. პარალელურად, კომპანია აღნიშნული მაგისტრალის მომიჯნავე ქსელებზე დამატებით დააამონტაჟებს 600 მმ-იან და 150 მმ-იან ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს და რაც მთავარია, ექსპლუატაციაში გაუშვებს ჭიჭინაძის ქუჩაზე გამავალ 750 მეტრი სიგრძის ახლადშეცვლილ წყალსადენის ქსელს. სამუშაოების ჩატარებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს, დილის 10 საათიდან შეუდგა. მანამდე კი, კომპანია მოსამზადებელ სამუშაობს ორი დღის განმავლობაში აწარმოებდა.
კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 10:00 საათიდან, ხვალ, 23 იანვრის 10:00 საათამდეწყალმომარაგება შეუწყდება:
ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, რამაზ წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძისა და მე-2 ნავთლუღის ქუჩებს, ქვემო და ზემო ფონიჭალას და სამგორის რაიონის რამდენიმე დასახლებას.
ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება ხვალ, დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11,ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოებისჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.