კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, ხვალ დილიდან კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, 25 იანვრიდან დედაქალაქში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, აუცილებელი საპროფილაქტიკო სამუშაოები ჩატარდება წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენის სხვადასხვა მონაკვეთზე, რომელიც გადის გუგუშვილის, გახოკიძის, ჭიჭინაძის და მაისურაძის ქუჩებზე, ასევე, წმინდა ბარბარესა და აფრიკის დასახლებებში. პარალელურად, კომპანია აღნიშნული მაგისტრალის მომიჯნავე ქსელებზე დამატებით დააამონტაჟებს 600 მმ-იან და 150 მმ-იან ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს, და რაც მთავარია, ექსპლუატაციაში გაუშვებს ჭიჭინაძის ქუჩაზე გამავალ 750 მეტრი სიგრძის ახლადშეცვლილ წყალსადენის ქსელს. უშუალოდ ამ სამუშაოების ჩატარებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ, დილის 10 საათიდან შეუდგება, მანამდე კი, კომპანია მოსამზადებელ სამუშაობს მეორე დღეა აწარმოებს.
კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 22 იანვრის 10:00 საათიდან, 23 იანვრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, რამაზ წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძისა და მე-2 ნავთლუღის ქუჩებს, ქვემო და ზემო ფონიჭალას და სამგორის რაიონის რამდენიმე დასახლებას.
ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება 23 იანვრის დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.