GWP ვაკის რაიონში, სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს

GWP ვაკის რაიონში, სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ვაკის რაიონში, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს. წყალსადენის 700 მმ-იანი მაგისტრალური მილის აღსადგენად, კომპანია რამიშვილის ქუჩაზე სამუშაოებს დღეს, საღამოს 11 საათიდან დაიწყებს. ავარიულად დაზიანებული ქსელის აღდგენის პარალელურად, კომპანია, დამატებით, ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულსაც დაამონტაჟებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 23:00 საათიდან, ხვალ, 21 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ნატახტრის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ. ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, რადიანის, ატენისა და ფალიაშვილის ქუჩებს.

ჩამოთვლილ ქუჩებს წყალი ხვალ, დილის 8 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.