21 იანვარს, 19:00 საათზე თიბისი გალერეა GIPA-ს სტუდენტების გამოფენას „ანბანოგრაფია 33“ უმასპინძლებს.
გამოფენაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტების მიერ ქართული ანბანის თემატიკაზე შექმნილი 100-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
მათ შორის: სტუდენტების თვალით დანახული ანბანური ფოტოკადრები, სიუჟეტური, მხატვრული, კონცეპტუალური ფოტოები და ინსტალაციები.
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ, მობრძანდეთ!
მისამართი: თიბისი ბანკი, მარჯანიშვილის #7, თიბისი გალერეა