თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების მთავარი პრიზის - გუდაურში ბინის მფლობელი 26 წლის გიორგი ჩალიგავა გახდა.
მოგებული ბინის გასაღები გიორგი ჩალიგავას თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში საზეიმოდ გადაეცა.
ინტერნეტ და მობაილბანკის ფინალურ გათამაშებაზე 500 000-მდე ბილეთიდან, სუპერ პრიზის გარდა, 1 000 ლარიანი ფულადი ჯილდოს მფლობელი, 10 იღბლიანი მომხმარებელიც გამოვლინდა.
გათამაშება თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალში 15 იანვარს გაიმართა და მასზე დასწრება ყველა მონაწილეს შეეძლო.
ფინალურ გათამაშებაში მონაწილეობას ის მომხმარებლები იღებდნენ, რომლებმაც დეკემბრის თვეში თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკით სხვადასხვა ოპერაცია განახორციელეს. ტრანზაქციების განხორციელებისას მომხმარებლები ქულებს აგროვებდნენ და ავტომატურად ერთვებოდნენ გათამაშებაში.
თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის აქცია სამი თვის განმავლობაში, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. გათამაშება სამ ეტაპად ჩატარდა და სხვადასხვა პრიზით (ეფლის პროდუქცია, ფულადი ჯილდო, სუპერ პრიზი) 31 გამარჯვებული დაჯილდოვდა.