GWP გლდანის დასახლებაში, ღამის საათებში, გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

GWP გლდანის დასახლებაში, ღამის საათებში, გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გლდანის დასახლებაში, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს. კომპანია წყალსადენის 450 მმ-იანი მაგისტრალური მილის აღსადგენად სამუშაოებს დღეს, საღამოს 8 საათიდან დაიწყებს. მაგისტრალური წყლის მილის მონაკვეთი, რომელიც გლდანის  VIII მიკრორაიონში გადის, ავარიულად დღეს დაზიანდა.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, საღამოს 8 საათიდან,  ხვალ, 18 იანვრის დილის 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს, სოფლებს: გლდანსა და გიორგიწმინდას, ბერთუბნის დასახლებას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებას.

ჩამოთვლილ უბნებს წყალი ხვალ დილის 8 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.