კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უკვე დაასრულა გზის გაყვანის სამუშაოები ე.წ. შეშელიძის ხევში იმ მიზნით, რომ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე სპეცტექნიკას და საავარიო ბრიგადებს მუშაობის დაწყება შეძლებოდათ.
წყლის მაგისტრალის ავარიული მონაკვეთის აღმოჩენა გზის გაყვანის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის სამუშაოები უშუალოდ მაგისტრალური მილის დაზიანების ადგილზე მიმდინარეობს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, გლდანის რაიონში წყალმომარაგება, ხვალ, 16 იანვრის დილის 08:00 საათამდე შეწყვეტილი აქვს:
გლდანის „ა“, I, II, III, IV მ/რაიონებს, თემქის დასახლების ნაწილს, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ განთავსებულ ორგანიზაციებს, ანდრონიკაშვილის მე-2 და მე-3 შესახვევებს, შეშელიძის, ბარისახოს, ჭრებალოს, ერწოს, ხეჩუაშვილის, კაკაბაძის, ველისციხის, ბარამიძის, სარაჯიშვილის, გურამიშვილის, ფეიქრების, წყალსადენისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების აღდგენა, ხვალ, დილის 8 საათიდან ეტაპობრივად მოხდება. წყლის მიწოდების აღდგენამდე კომპანია ჩამოთვლილ უბნებს სასმელ წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით აწვდის.
წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება, ასევე, შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.