საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირებულ პირთა განცხადება
ბ-ნო დავით,
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დანიშნულია საკომიტეტო მოსმენა პოლიტპატიმრების მიმართ იმ ცილისმწამებლურ და შეურა¬ცხმყო-ფელ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად მიზანმიმართული კამპა¬ნიის სახეს ატარებს. ამ პოლიტიკური ხასიათის კამპანიის ფარგლებში თავდასხმის და ცილისწამების სამიზნეებს წარმოადგენენ არა მხოლოდ პოლიტპა¬ტიმრები, არამედ იმ პარლამენტის წევრები (მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს მაღალი თანამდე¬ბო¬ბის პირები), რომლის თავმჯდომარეც თქვენ ბრძანდებით. ამ ფონზე ჩრდილი ადგება მთლიანად საკანონდებლო ორგანოს და მათ შორის, მისი თავმჯდომარის რეპუტა¬ციას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებული საკომიტეტო მოს¬მე¬¬ნა იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის გამოც გთხოვთ პირადად დაესწ¬როთ პოლიტპატიმართა საკითხისადმი მიძღვნილ საკომიტეტო მოსმენას და დააფიქსი¬როთ თქვენი პოზიცია.
პატივისცემით,
პოლიტიკური პატიმრები: ლევან ჩაჩუა, თორნიკე მოლაშვილი, ზაალ ჟვანია, რამაზი ღვალაძე, ზაზა გვიმრაძე, რატი მაისურაძე, ჯემალ გუნდიშვილი, ოლეგ კეშელავა, შოთა იამანიძე, ნანა თხელიძე და სხვები