GWP სამგორის რაიონში ღამის საათებში გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

GWP სამგორის რაიონში ღამის საათებში გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს წყალსადენის 900 მმ-იან მაგისტრალზე, რომელიც, დღეს საღამოს, ავარიულად დაზიანდა.

სამუშაოების ჩატარების მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაზისუბნის IV მ/რაიონის II და III კვარტლებს, ვაზისუბნის დასახლებას, შანდორ პეტეფის ქუჩას, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევებს, მეტრომშენის დასახლების ნაწილს, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მ/რაიონს.   

გადაუდებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას კომპანია მომხმარებელებს დამატებით მიაწვდის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11,  ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.