სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით 31 დეკემბერს 149 მსჯავრდებული პირობით ვადამდე განთავისუფლდა.
სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრის, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად 149 პირობით ვადამდე გათავისუფლებული საკუთარ ოჯახში შეხვდება ახალ წელს.
„სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ 149 მსჯავრდებულთან დაკავშირებით იმსჯელა და მიიღო მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება. მათგან ოთხი ქალბატონია, სამი კი არასრულწლოვანი. ვულოცავ მათ ოჯახებს, ვუსურვებ იცხოვრონ მშვიდობიანად და არასოდეს დაბრუნდნენ უკან“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.